Home I

Home I

[gt3_spacing height=”150px” responsive_es=”true” height_tablet=”150″ height_mobile=”60″]

 ბინები და კომერციული ფართები 

საიტი არის დამზადების პროცესში, მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები და კონტენტის განთავსება-ორგანიზება

[gt3_spacing height=”35px” responsive_es=”true” height_mobile=”20″][gt3_listing_search_form enable_popular_searches=””][gt3_spacing height=”140px” responsive_es=”true” height_tablet=”160″ height_mobile=”100″]

ყველაზე მოთხოვნადი სამშენებლო კომპანიები

[gt3_listing_grid items_per_line=”4″ show_filters=”” pagination_type=”load_more” use_carousel=”yes” autoplay_carousel=””][gt3_spacing height=”10px” responsive_es=”true” height_mobile=”0″][gt3_spacing height=”80px” responsive_es=”true” height_mobile=”60″]

ბინის ყიდვა საქართველოში

დღეისათვის უძრავ ქონებაზე მოთხოვნა დიდია და თანდათან უფრო იზრდება. შესაბამისად,  სამშენებლო კომპანიებს შორის კონკურენციაა და  როცა ბინის ყიდვა გსურთ უნდა იცოდეთ ყველა ის დეტალი, რაც დაგეხმარებათ სანდო კომპანიის შერჩევაში.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში განსაკუთრებით გაიზარდა ბინებზე მოთხოვნა. ამ ფაქტორზე გავლენა ვერ მოახდინა ვერც ეკონომიკურმა ცვლილებებმა და ვერც დოლარის კურსის არასტაბილურობამ. მოთხოვნიდან გამომდინარე ბაზარზე ბევრი სამშენებლო კომპანია გამოჩნდა, თუმცა ბინის ყიდვა მარტივი ნადმვილად არ არის და უამრავი ფაქტორია გასათვალისწინებელი სწორი გადაწყვეტილების მისაღებად.

რა უნდა გაითვალისწინო, სანამ ბინის ყიდვას გადაწყვეტ?

უძრავი ქონების პოვნა და მისი შეძენა მარტივი პროცესი არ არის, განსაკუთრებით როდესაც ბინის ყიდვას ეხება საქმე. ამ დროს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ფაქტორის გათვალისწინებაა აუცილებელი, რათა გონივრული და მართებული გადაწყვეტილება მიიღოთ. ერთმა გაუაზრებელმა მოქმედებამ შესაძლოა ძალიან დიდი პრობლემები გამოიწვიოს, რის შედეგადაც საფრთხის ქვეშ დადგება თქვენი ქონება, ასევე მოგიწევთ დროის დაკარგვა, ამგვარი შემთხვევა არაერთხელ დაფიქსირებულა. ბინა არის ის პროდუქტი, რომელსაც ყოველ დღე არ ვყიდულობთ, ამიტომ გადაწყვეტილების მიღებამდე დიდი ყურადღების გამოჩენაა საჭირო. ქვემოთ მოცემული და განხილულია ის მნიშვნელოვანი ფაქტორები, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ სანამ ბინას იყიდით, ესენია:

  • სანდო სამშენებლო კომპანიის შერჩევა
  • ბინის ფასი
  • მშენებლობის ხარისხი
  • დოლარის კურსი
  • ყიდვის დრო
  • უბანი
  • ბინის მდგომარეობა
  • სართული
  • ყიდვის პროცედურა და საბუთები
  • ხელშეკრულების პირობები
  • ბინის ყიდვის შემდგომი პასუხისმგლებლობა და სხვა.

ზემოთ ჩამოთვლილი თითოეული მნიშვნელოვანი პუნქტის დეტალურ განხილვას გთავაზობთ შემდეგ პარაგრაფში. წარმოდგენილი ინფორმაცია დაგეხმარებათ ძირითად დეტალებზე ყურადღების გამახვილებაში.

როგორ შევარჩიოთ სანდო სამშენებლო კომპანია?

სამშენებლო კომპანიის სწორად შერჩევა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ბინისა თუ სხვა უძრავი ქონების ყიდვისას. უმეტესად ამაზეა დამოკიდებული შემდგომ როგორ განვითარდება მოვლენები. სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, მნიშვნელოვანია პატარა კვლევა ჩაატაროთ, რომელსაც რაიმე განსაკუთრებული უნარები არ სჭირდება, უბრალოდ მონდომება და ინფორმაციის საგულდაგულოდ გადამოწმებაა საჭირო.

აქვთ თუ არა განხორციელებული პროექტები

პირველ რიგში, შედით სამშენებლო კომპანიის საიტზე და ნახეთ მათი დასრულებული პროექტები. თუ ამა თუ იმ კომპანიას უკვე აქვს წარმატებულად დასრულებული პროექტები, ბუნებრივია ასეთი სამშენებლო უფრო სანდოა, ხოლო თუ პირველ პროექტს აშენებს, ბევრად უფრო რისკიანია, რადგან იმ მომენტში შედეგს ვერ ხედავთ.

მაცხოვრებელთა რაოდენობა

მიაქციეთ ყურადღება, რამდენი მობინადრე ყავს სამშენებლო კომპანიას. ეს განსაზღვრავს მათ პოპულარობასა და რეპუტაციას.

ინტერნეტ სივრცეში გადაამოწმეთ შეფასებები

ინტერნეტ სივრცეში გადახედეთ მოხმარებლების გამოხმაურებას ამ კომპანიის შესახებ. მაგალითად, შედით მის Facebook გვერდზე და შეამოწმეთ რევიუები, უკმაყოფილო თუ კმაყოფილი მომხმარებლების კომენტარები. ანალოგიურად შეგიძლიათ გააკეთოთ Google-ის რევიუებზე, თუმცა გახსოვდეთ, რომ ხანდახან კომპანიები ამ რევიუებს აყალბებენ იმ თალსაზრისით, რომ თვითონ კომპანიის თანამშრომლებივე წერენ დადებით კომენტარებს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამ ადამიანების სურათებს დააკლიკოთ და პირად Facebook გვერდებზეც შეხვიდეთ და ნახოთ სად მუშაობენ ისინი, ან გადაამოწმოთ ახალი შექმნილი პროფაილები ხომ არ არის. ამ გზით გაგიმარტივდებათ ბუნებრივი კომენტარების გარჩევა ყალბისგან. ასევე, არასანდოობაზე მიუთითებს ის ფაქტიც თუ გათიშული აქვთ რევიუს დატოვების ფუნქცია. აღსანიშნავია, რომ დადებითი კომენტარების შემთხვევაში ამ ფუნქციას არცერთი კომპანია არ გამორთავს.

კომპეტენტური ადამიანის რჩევა

ყოველთვის სასარგებლოა მეგობრების, ახლობლების, ნაცნობების რჩევა, რომლებსაც, რაიმე ფორმით ჰქონიათ შეხება ამა თუ იმ სამშენებლო კომპანიებთან.

რომელი სამშენებლო კომპანიებია სანდო საქართველოში?

დიდი კონკურენციის პირობებში საქართველოში ბევრი სანდო კომპანიაა, რომელმაც პატიოსნად განახორციელა სამშენებლო პროექტები, მეპატრონეებს დროულად ჩააბარა  ბინები და მომხმარებელთა ნდობითაც სარგებლობენ. აქედან გამომდინარე, ჰყავთ კმაყოფილი მაცხოვრებლები არამარტო ბინის შეძენის პროცესში, არამედ მათ მიერ აშენებულ კომპლექსებში ცხოვრების დროსაც, რადგან შექმნეს ყველა პირობა, რაც კომფორტისა და უსაფრთხოებისთვის აუცილებელია. ესენია:

  • M2
  • არქი ჯგუფი
  • მონოლით ჯფუგი
  • სქაილაინი
  • დომუსი
  • აქსისი
  • მაკრო კონსტრაქშენი
  • ლისი დეველოპმენტი

როგორ გავიგოთ რამდენად ხარისხიანი მასალებით აშენებს სამშენებლო კომპანია?

იმის შემოწმება თუ რამდენად ხარისხიანი სამშენებლო მასალებით აშენებს კომპანია უძრავ ქონებას მარტივი არ არის, თუ ვერ ერკვევით ან გამოცდილება არ გაქვთ ამ სფეროში, ამიტომ ჯობს სამშენებლო კომპანიისგან მიიღოთ გარკვეული ინფორმაცია, და შემდეგ გადაამოწმოთ კომპეტენტურ ადამიანთან. შეკითხვები, რომელიც უნდა დაუსვათ მათ:

  • რა ბლოკს იყენებს?
  • არის თუ არა ის ენერგო ეფექტური?
  • რა ცემენტს იყენებენ?
  • რა ტიპის მასალითაა შესრულებული გადახურვა?
  • რა ტიპის რკინას იყენებენ კონსტრუქციისთვის?
  • რა ტიპის კარ-ფანჯარას სვავენ ბინებში?
  • რამდენ ბალიან მიწისძვრაზეა გათვლილი მშენებლობა?
  • მონტაჟდება თუ არა უსაფრთხოების სისტემები? ( გაზის ანალიზატორი, ხანძრის დეტექტორი … )

ვერ გადაწყვიტე რომელ უბანში იყიდო უძრავი ქონება?

უბნის შერჩევა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, როგორც წესი ადამიანებს, იმ უბანში ურჩევნიათ ბინის ყიდვა, სადაც მიჩვეულები არიან. ასევე, შეიძლება სიახლეს ეძებდეს მყიდველი და უნდა განსაზღვროს რომელია პრიორიტეტული ცენტრალური თუ გარეუბანი. უბნის შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ ისეთ ფაქტორებს როგორიც არის:

  • სკოლა რამდენად ახლოს არის?
  • ბაღი რამდენად ახლოს არის?
  • საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოშორებით ხომ არ არის?
  • რამდენად სუფთა და ჯანსაღი გარემოა?
  • ცენტრალურ მაგისტრალებთან ახლოს ხომ არ არის?
  • ხმაური ხომ არ შეგაწუხებს?

თუ ამ კითხვებზე ამომწურავ და თქვენთვის მისაღებ პასუხებს გაგცემენ, მაშინ მარტივად შეძლებთ სასურველი უბნის სწორად შერჩევას.

რა დროს უნდა იყიდო ბინა?

სამშენებლო კომპანიები ხშირად აცხადებენ აქციებს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ასეთი შანსი არ გაუშვათ ხელიდან. როგორც წესი, კომპანიებს ფასდაკლება აქვთ საახალწლოდ, სეზონური ფასდაკლება გაზაფხულზე და სააღდგომო ფასდაკლება. ყურადღება გაამახვილეთ დოლარის კურსზეც, რადგან ბინის ფასზე ახდენს გავლენას. რომ არ გამოგრჩეთ დიდი ფასდაკლებები თქვენთვის სანდო და მისაღები კომპანიის სოციალურ ქსელებს უნდა ადევნოთ თვალი:

  • Facebook
  • Instagram
  • LinkedIn

როგორ განვსაზღვრო რამდენად რელევანტური ფასი აქვს სამშენებლო კომპანიას?

ბინის შეძენისას ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია თუ რა ღირს 1 კვადრატული მეტრი. იმისთვის, რომ დაადგინოთ რელევანტური ფასი პირველ რიგში, გადაამოწმეთ ახლო მახლო ტერიტორიაზე სხვა მშენებლობაც ხომ არ არის და მათ უძრავ ქონებას რა ფასი აქვთ. ასევე, ყურადღება მიაქციეთ რა მდგომარეობაში გბარდებათ ბინები, იქნება ეს თეთრი კარკასი, შავი კარკასი თუ მწვანე კარკასი და რას გულისხმობენ თითოეულ კონდიციაში. გადახედეთ ძველ Facebook Post-ებს რა ფასად ყიდიდა კომპანია ბინებს 2-3 თვის წინ და ეხლა რა ფასი უდევს, ძალიან ხომ არ გააძვირეს. გაითვალისწინეთ უბანიც, რადგან ამის მიხედვითაც განსხვავდება ფასები. არსებობს გარკვეული სტატისტიკა თუ რომელ უბანში დაახლოებით რა ღირს ბინები.

დამატებით რა უნდა გავითვალისწინო ბინის შერჩევისას?

კიდევ რამდენიმე ფაქტორი, რომლის გათვალისწინების შემთხვევაშიც ბინისა თუ სხვა უძრავი ქონების შეძენისას კმაყოფილი დარჩებით:

  • კარგი ხედი – შეგიქმნით დადებით განწყობას
  • დიდი აივანი – მოსახერხებელი და კომფორტულია
  • კერძო ავტოსადგომი – მაქსიმალურად დაცულია თქვენი მანქანა, არ კარგავთ დიდ დროს ადგილის ძებნაში.
  • იზოლირებული ეზო – სიმშვიდისა და უსაფრთხოების გარანტია
  • საბავშვო გასართობი მოედანი – თქვენი პატარების გართობისა და ხალისიანი დასვენებისთვის.

რა პროცედურების გავლაა საჭირო ბინის შესაძენად?

ბინის შეძენის პროცედურები დამოკიდებულია კომპანიის შინაგანაწესზე. იმის მერე, რაც შეთანხმდებიან ორივესთვის მისაღებ ფასზე, ზოგი აფორმებს წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებას, ზოგი კომპანია კი, თანხის ჩარიცხვის შემდეგ პირდაპირ ნასყიდობის ხელშეკრულებას უფორმეს მყიდველს. მშენებარე ბინის შეძენისას ორგავრი ხელშეკრულება იდება – წინასწარიც და საბოლოოც. დოკუმენტების მოწესრიგება შესაძლებელია ნოტარიუსთან ან საჯარო რეესტრში.

როგორ ხდება ბინების შეძენა თუ საქართველოში არ იმყოფები?

იმ შემთხვევაში თუ არ იმყოფებით საქართველოში და გსურთ ბინის შეძენა, თანაც საკუთარ სახელზე გადაფორმება აუცილებელია ჩამოსვლა და პირადად ხელის მოწერა ნასყიდობის ხელსეკრულებაზე, მაგრამ თუ გყავთ სანდო პირი ან ოჯახის წევრი შესაძლებლობა გაქვთ მათ სახელზე გააფორმოთ.

მშენებარე ბინების ყიდვა – რამდენად გონივრულია?

მშენებარეში შეძენისას თანხას დაზოგავთ, რადგან მშენებლობის პროცესის დასაწყისში ბინები გაცილებით იაფია. ამასთანავე არსებობს გარკვეული რისკებიც – კომპანიას შეექმნას რაიმე პრობლემა და ვერ შეძლოს დასრულება. ასეთი ფაქტის წინაშე რომ არ დადგეთ სანდო და ფინანსურად ძლიერი კომპანიის შერჩევა მნიშვნელოვანი.

დასრულებული ბინების ყიდვა – უპირატესობები და ნაკლოვანებები

თუ დასრულებულში შეიძენთ ბინას, მშენებერესგან განსხვავებით დაზღვეული ხართ რისკისგან. თუმცა, გაცილებით მეტის გადახდა მოგიწევთ. მაგალითად, მშენებარე ბინა შეიძლება კვადრატული ღირდეს 800$, დასრულებული კი 30 ან 40 %-ით გაძვირდეს.

მეორადი ბინები

გარდა ახალაშენებული კორპუსებისა, შესაძლებელია მეორადი ბინების შეძენა ძველ კორპუსებში, რაც შედარებით იაფი ღირს, თუმცა რა თქმა უნდა კომფორტით და გეგმარებით ახალ აშენებულ ბინებს ვერ შეედრება. ამასთანავე გასათალისწინებელია, რომ ძველ აშენებულ ბინებს უფრო და უფრო აკლდება ფასი, რადგან ბევრი ახალი კორპუსი შენდება და თუ მალევე მოისურვებთ ბინს გაყიდვას, დიდი შანსია, რომ იზარალოთ. სტატისტიკის მიხედვით მოთხოვნამ ძველ ბინებზე საგრძნობლად მოიკლო.

საბოლოო ჯამში, გირჩევთ, რომ უძრავი ქონება ფრთხილად და დაკვირვებით შეარჩიოთ, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ბინის ყიდვას ეხება და ყველა ზემოთ ჩამოთვლილი რჩევა გაითვალისწინოთ.